მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლნისური ღვინოები შვეიცარიაში

BM.GE
29.05.23 08:29
245
ქალაქ ბერნში, საქართველოს საელჩომ შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. საელჩოს ინიციატივით საღამოზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ღვინის კომპანიები და ქართული კულინარია. კომპანია არემჯის კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, რომელიც გაერთიანება ღვინო ბოლნისში შემავალი მეღვინეობების პროდუქციის ქვეყნის გარეთ პოპულარიზაციას და მათი სხვადასხვა ევროპულ ბაზრებზე წარდგენას ითვალისწინებს, სპეციალურად ღონისძიებისთვის 14 მცირე ბოლნისური მარნის საუკეთესო ღვინო შეირჩა. საკუთარი კუთხის ღვინოები გაერთიანება ღვინო ბოლნისმა შვეიცარიელ სტუმრებს პირველად წარუდგინა. საღამო შვეიცარიაში მცხოვრები ცნობილი ქართველი პიანისტის, თამარ ბერაიას კლასიკური მუსიკის კონცერტით გაიხსნა, რომელსაც აკომპანემენტი “SOS Talents”-ის ორმა ახალგაზრდა შემსრულებელმა ლიზა მეგრელიშვილმა და ბარბარა თათარაძემ გაუწიეს. საგამოფენო სივრცეში კი შვეიცარიაში მცხოვრები ქართველო ხელოვანების - მაკა დადიანისა და ნინა გამსახურდიას ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები