2017 წელს 2007 წელთან შედარებით ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით 50%-ით, ევროსთან მიმართებით კი 24% -ით გაუფასურდა,-ამის შესახებ ნათქვამია PMCG-ს მიმოხილვაში, რომელიც 2007-2017 წლებს მოიცავს.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელი ქვეყნების ვალუტებს, აქ მიმოხილვის მიხედვით, განსხვავებული სურათია და ლარის პოზიციები გამყარებულია. კერძოდ ლარი 10 წლის განმავლობაში თურქულ ლირასთან მიმართებაში 46%-ით, აზერბაიჯანულ მანათთან მიმართებაში 25%-ით, სომხურ დრამთან მიმართებაში 6%-ით, ხოლო რუსულ რუბლთან მიმართებაში კი 34%-ით გამყარდა.

























