შესაბამისად გამოდის, რომ თუკი ერთ ფიზიკურ პირს საშუალო თვიური შემოსავალი აქვს 3333 ლარის ოდენობით, მაშინ ის ქონების გადასახადის გადამხდელია, თუკი ოჯახში შემოსავალი ორ პირს აქვს და მათი საშუალო თვიური ანაზღაურება 1670 ლარს აღემატება, მათ ასევე უწევთ აღნიშნული გადასახადის გადახდა. სამსულიანი ოჯახის შემთხვევაში ეს ციფრი თვეში საშუალოდ 1100 ლარია, ხოლო ოთხსულიანის შემთხვევაში კი 834 ლარი.
ასეთი პირების რაოდენობა კი საქართველოში როგორც აღმოჩნდა ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით მხოლოდ 26 000-ია. თუმცა ცალკე საკითხია, რამდენად ზუსტი რიცხვია ეს და რამდენ ოჯახს აქვს ოფიციალურად დეკლარირებული 40 000 ლარს ზემოთ შემოსავალი. ბევრია თუ არა წელიწადში 40 000 ლარის შემოსავალი ოჯახისთვის და უნდა შეცვლილიყო თუ არა ეს ციფრი ბოლო 10 წლის განმავლობაში ეკონომიკური ვითარების ცვლილების პარალელურად, - ამ კითხვით ბიზნესკონტრაქტმა ფინანსთა სამინისტროს მიმართა, სადაც ასევე ამბობენ, რომ ოპტიმალური ზღვრის დასაწესებლად მუშაობა გასაგრძელებელია, მიუხედავად იმისა, რომ ქონების გადამხდელების ოფიციალური რაოდენობა ქვეყანაში საკმაოდ დაბალია.
"თუ გადავხედავთ სტატისტიკას 40 000 ლარი საქართველოში კვლავ მაღალ წლიურ შემოსავლად ითვლება. ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას რათა დადგეს ოპრტიმალური ზღვარი. სამწუხაროდ საკამოდ მცირე რაოდენობის ფიზიკურ პირს აქვს საქართველოშიწლიურ 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი", - ამბობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი.
ბევრია თუ ცოტა წელიწადში 40 000 ლარის შემოსავალი იმისთვის, რომ ოჯახს დამატებითი გადასახადი დაუწესდეს, ამას ცალსახად ვერ ვიტყვით, თუმცა შეგვიძლია დავინახოთ თუ როგორ შეიცვალა ბოლო 10 წელში როგორც ხელფასები ასევე ეკონომკური მდგომარეობა ქვეყანაში.
საშუალო თვიური ანაზღაურება საქართველოში 973 ლარს შეადგენს, - ეს უკვე საქსტატის ფიციალური მონაცემია, რომელიც სხვათაშორის ყოველკვარტლურად ზრდის ტენდენციით ხასიათდება. – 2007 წელს ეს ციფრი 368 ლარს შეადგენდა. ანუ გამოდის რომ ბოლო 10 წელში საშუალო თვიური ანაზღაურება ქვეყანაში 2,6-ჯერ გაიზარდა, - ქონების გადასახადი კი იგივე ნიშნულზე, - წელიწადში 40 000 ლარზე დარჩა.

ხელფასების ზრდის პარალელურად გაიზარდა ხარჯებიც, და თუკი ერთი შინამეურნეობის საშუალო თვიური ხარჯი დღეს 1000 ლარს აღემატება, 2007 წელს ეს ციფრი 454 ლარი იყო.
ქონების გადასახადით კი იბეგრება უძრავი ქონება, იახტები, კატარღები, შვეულმფრენები, თვითმფრინავები და მომავალი წლიდან უკვე ავტომობილებიც. ოფიციალური სტატისტიკა თუ რამდენი პირი ფლობს საქართველოში თვითმფრინავს თუ იახტებს არ არსებობს, თუმცა ვიცით რამდენი ავტომობილია საქართველოში, - თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მოქალაქეთა ხვედრითი წილი რეგიონების მიხედვით 3-დან 4-მდე მერყეობს. საქართველოს მასშტაბით კი საშუალოდ 4 მოქალაქეზე 1 ავტომობილი მოდის.

























