მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოლო 20 დღეში უაქციზო თამბაქოს შენახვა-რეალიზაციის მეოთხე ფაქტი დაფიქსირდა

58ccddcf90b13
BM.GE
18.03.17 11:10
1292

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის - თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით მოახდინეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის, დიდი ოდენობით სიგარეტის ,,DUBAO’’-ს აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულები დააკავა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით , რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 14 მარტს უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

ერთი პირის პასუხისმგებლობა დადგა იგივე დანაშაულზე 28 თებერვალს, 24 თებერვალს კი საგამოძიებო სამსახურმა სომხური წარმოების უაქციზო სიგარეტის გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები