Reuters-ის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტე ბოლო 24 საათში 60-მდე კომერციულმა ხომალდმა გადაკვეთა. ნავთობის საერთო მოცულობამ კი, რაც ამ გზით სპარსეთის ყურიდან გლობალურ ბაზარზე გავიდა, 22 მილიონი ბარელი შეადგინა.
არსებული ინფორმაციით, ნედლეულის მსგავსი მოცულობის ტრანსპორტირება ივლისის დასაწყისის შემდეგ სრუტეში არ დაფიქსირებულა. თეთრი სახლის წარმომადგენლის ცნობით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 40-მდე ხომალდმა საკუთარი მოქმედებები ამერიკულ სამხედრო ძალებთან შეათანხმა.
ცნობისთვის, 28 თებერვალს ირანთან სამხედრო კონფლიქტის დაწყებამდე სრუტეში ყოველდღიურად 125-მდე მსხვილი კომერციული ხომალდი გადაადგილდებოდა. სატრანსპორტო ნაკადში ძირითად წილს ტანკერები, გაზმზიდები, კონტეინერმზიდები და ნაყარი ტვირთის გადამზიდი გემები იკავებდა. ამ საზღვაო დერეფნის მეშვეობით საერთაშორისო ბაზრებს ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის გლობალური დღიური მიწოდების 20% მიეწოდებოდა.
























