2015 წელს დაანონსებული მშპ-ის ზრდის 6,9% მაჩვენებელის ნაცვლად, გასულ წელს ჩინეთმა მშპ-ის ზრდის 6,7%-იან მაჩვენებელს მიაღწია.
’’წინასწარი მონაცემებით, ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ 2016 წელს 74,41 ტრილიონ იუანს (დაახლოებით $ 10,84 ტრილიონი) მიაღწია, რაც 2015 წელთან შედარებით 6,7%-ით მეტია. კერძოდ, მშპ-ის წლიურმა ზრდამ პირველ კვარტალში 6,7% შეადგინა, მეორე კვარტალში კვლავ 6,7% აჩვენა, მესამე კვარტალშიც ანალოგიური მაჩვენებელი დაფიქსირდა და უკვე მეოთხე კვარტალში მშპ-მ 6,8%-იანი ზრდა დაფიქსირდა“- ნათქვამია ჩინეთის სახელწმიფო სტატისტიკის ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი ბოლო 26 წლის მანძილზე ყველაზე ცუდია, იგი ხელისუფლების ოფიციალურ პროგნოზებს შეესაბამება.

























