ბოლო 3 თვეში ბიძინა ივანიშვილის ქონება $150 მილიონით შემცირდა. Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსით, თუკი ივანიშვილის ქონება აგვისტოს დასაწყისში 5.82 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 31 ოქტომბრის მონაცემებით, ის 5.67 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
წლის განმავლობაში ივანიშვილის ქონება ყველაზე მეტად შემცირებული30 ოქტომბერს იყო და ის 5.65 მილიარდ დოლარს შეადგენდა.