მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 6 თვეში jobs.ge-ზე 47 685 ვაკანსია გამოქვეყნდა - რომელი კატეგორიებია მოთხოვნადი?

ვაკანსია

PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2024 წლის მაისიდან 2024 წლის ოქტომბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნდა 47,685 ვაკანსია, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მხოლოდ 2024 წლის ოქტომბერში jobs.ge-ზე 7,829 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 6.2%-ით ნაკლებია 2024 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.

დასაქმების თრექერის მიხედვით, გასულ 6 თვეში jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიური ზრდა შენელდა.

"2024 წლის მაისიდან 2024 წლის ოქტომბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 3.9% შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია", - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

რაც შეეხება ვაკანსიების რაოდენობას კატეგორიების მიხედვით, მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით:

  • 8,066 ვაკანსია გამოქვეყნდა ლოგისტიკა, ტრანსპორტი, დისტრიბუციის კატეგორიაში, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.7%-ით მეტია;
  • 10,622 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7%-ით ნაკლებია;
  • 8,497 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები