მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოლო ათ წელიწადში მეორადი ტანსაცმლის იმპორტი თითქმის გაორმაგდა - საიდან შემოგვაქვს?

მეორადი ტანსაცმელი

საქართველოში მეორადი ტანსაცმელების იმპორტი გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, ქვეყანაში 10.2 მლნ აშშ დოლარის 3000-მდე ტონა ნახმარი ტანსაცმელი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 8,6 მლნ აშშ დოლარის 2229 ტონა.

მიმდინარე წლის მონაცემების თანახმად, ყველაზე დიდი რაოდენობით მეორადი ტანსაცმელი თურქეთიდან (4,2 მლნ აშშ დოლარი - 1109 ტონა) შემოვიტანეთ, მეორე ადგილზე თანხობრივად აშშ-ია (1,8 მლნ აშშ დოლარი - 139 ტონა), ხოლო რაოდენობრივად გაერთიანებული სამეფო (1,2 მლნ აშშ დოლარი - 520 ტონა).

მეორადი ტანსაცმლის იმპორტის მაჩვენებელი ქვეყანაში თითქმის ყოველწლიურად მზარდია. ბოლო ათი წლის მაჩვენებლებს თუ შევხედავთ, ნახმარი ტანსაცმლის იმპორტი თითქმის გაორმაგებულია. ბოლო ხუთი წლის ჯამური იმპორტის მაჩვენებლები კი შემდეგნაირია:

2024 წელი - 40,7 მლნ აშშ დოლარი - 11 692 ტონა

2023 წელი - 40,7 მლნ აშშ დოლარი - 10 642 ტონა

2022 წელი - 34,5 მლნ აშშ დოლარი - 10 882 ტონა

2021 წელი - 25,5 მლნ აშშ დოლარი - 9 701 ტონა

2020 წელი - 18,4 მლნ აშშ დოლარი - 6 988 ტონა

რაც შეეხება TOP-საიმპორტო ქვეყნების ათეულს, შემდეგნაირად გამოიყურება (2024 წლის ჯამური მონაცემების მიხედვით):

  1. თურქეთი - 17,1 მლნ აშშ დოლარი - 4,611 ტონა
  2. აშშ - 4,6 მლნ აშშ დოლარი - 371 ტონა
  3. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 3,3 მლნ აშშ დოლარი - 1,285 ტონა
  4. გაერთიანებული სამეფო - 3 მლნ აშშ დოლარი - 1,141 ტონა
  5. ნიდერლანდები - 2,8 მლნ აშშ დოლარი - 555 ტონა
  6. ბელგია - 2 მლნ აშშ დოლარი - 694 ტონა
  7. პაკისტანი - 1,6 მლნ აშშ დოლარი - 1,364 ტონა
  8. გერმანია - 1 მლნ აშშ დოლარი - 215 ტონა
  9. იტალია - 948 690 აშშ დოლარი - 309 ტონა
  10. ესპანეთი - 667 950 აშშ დოლარი - 163 ტონა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები