მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოლო ათწლეულებში პირველად, აშშ-მა ტაივანიდან უფრო მეტი პროდუქციის იმპორტი განახორციელა, ვიდრე ჩინეთიდან

აშშ ტაივანი

ათწლეულების განმავლობაში პირველად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ტაივანიდან უფრო მეტი პროდუქციის იმპორტი განახორციელა, ვიდრე ჩინეთიდან. ოფიციალური ვაშინგტონის მონაცემებით, დეკემბრის თვეში ჩინური პროდუქციის შესყიდვები თითქმის 44%-ით დაეცა და $21.1 მილიარდი შეადგინა. ეს მაშინ, როცა ტაივანიდან იმპორტი ორჯერ გაიზარდა და $24.7 მილიარდს მიაღწია.

როგორც ირკვევა, სავაჭრო ბალანსის ცვლილება ორი ძირითადი მიზეზითაა განპირობებული. ერთი მხრივ, პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკით, მაქსიმალურად დისტანცირდეს ჩინეთზე დამოკიდებულებისაგან და ხელი შეუწყოს ვაჭრობის დივერსიფიცირებას და, მეორე მხრივ, ტაივანური ტექნოლოგიური პროდუქტების, მათ შორის ჩიპების აგრესიული იმპორტით. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით AI მოწყობილობებისა და სხვა ტექნიკის იმპორტი 2025 წლის დეკემბერში 200.7%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსების შეფასებით, ის ამერიკული ბაზრები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩინურ კომპანიებს ჰქონდათ დაკავებული, სწორედ ტაივანურმა კომპანიებმა აითვისეს.

აღსანიშნავია, რომ ამ სტრატეგიული ცვლილების ფონზე აშშ-ის წლიური სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან მიმართებით $202.1 მილიარდამდე შემცირდა, ტაივანთან კი $147 მილიარდამდე გაიზარდა. ანალიტიკოსების შეფასებით, ამ შედეგის დადებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამერიკასა და ტაივანს შორის მსხვილი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებამაც, რომლის ფონზეც ოფიციალურ ტაიბეის პროდუქციის უმრავლესობაზე ტარიფები 15%-მდე შეუმცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები