მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 195 შემთხვევა გამოვლინდა

5eddfe891f01e
ნათია თაქთაქიშვილი
08.06.20 15:15
792
სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, 8 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 195 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, ბოლო 24 საათში 11 ადამიანი გარდაიცვალა.

საერთო ჯამში, სომხეთში ეპიდემიის დროს დაინფიცირდა 13,325 პირი და გარდაიცვალა 211 პაციენტი.

ამჟამად, საავადმყოფოებში მკურნალობას 8,943 ადამიანი განაგრძობს. გამოჯანმრთელდა 4,099 ინფიცირებული.

როგორც, სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრში განაცხადეს, უწყება მუშაობას დროებით წყვეტს სადეზინფექციო სამუშაოების გამო და შესაბამისად, 7 ივნისს კორონავირუსზე ტესტირება ვერ ჩატარდებოდა. „ამიტომ, კოვიდ-ინფიცირების ახალგამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა ნაკლები იქნება“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები