მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოლო დღეღამეში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა

5eafd72f7e759
ნათია თაქთაქიშვილი
04.05.20 13:44
1084
ბოლო 24 საათში, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა და 10,633 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, კორონავირუსი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის მთავარი საფიქრალი გახდა.

„რუსეთში პიკს ჯერ არ გაუვლია, პანდემიისთვის დამახასიათებელი აღმავალი ფაზა ჯერ კიდევ წინ არის, ამიტომ ვირუსის უფრო გავრცელების საშიშროება ისევ რჩება“,- განაცხადა პუტინმა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში უკმაყოფილება მატულობს ჯანდაცვის სექტორის მიმართ, მას შემდეგ რაც ათეულობით საავადმყოფო დაიხურა კარანტინის გამო, რადგან ბევრი ექიმის დაინფიცირება მოხდა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები ადგილობრივ სამედიცინო პერსონალზე დაყრდნობით აცხადებენ, ექიმებს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა უწევთ არასათანადო აღჭურვილობით, რაც მათ ჯანმრთელობის ფასად უჯდებათ.

შეგახსნებთ, რომ გასულ კვირას რუსეთში საგანგებო მდგომარეობა 11 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყნის ყველაზე დაზარალებული ქალაქი მოსკოვია სადაც საერთო შემთხვევების 50% მოდის.

4 მაისის მონაცემებით, რუსეთში ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 134,687 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1,280 ინფიცირებული, ხოლო გამოჯანმრთელდა 16,639 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები