მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოლო დღეებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე გააძევეს - შსს

მიგრაცია

ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ბელარუსის, ეგვიპტის, თურქეთის, იემენის, ინდოეთის, კამერუნის, ინდონეზიის, ნიგერიის, პაკისტანის, რუსეთის, სომალის, ჩინეთის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 78 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ", - წერია პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები