დიღმის მასივში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთი 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე აფეთქება მოხდა.
აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები იაშვილის კლინიკაში, დამწვრობის ცენტრში, ღუდუშაურის კლინიკაში და მიხაილოვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
როგორც bm.ge-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქების შედეგად, ნანგრევებში არავინ მოყოლილა.
საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 10 სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

























