მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბოლო ხუთ წელში “ნოვა” 12-15%-მდე ზრდას აჩვენებს” - სამშენებლო/სარემონტო მასალების სექტორის შემოსავალმა $5,9 მილიარდს მიაღწია

სტიქია რაჭაში

საქართველოში სამშენებლო და სარემონტო მასალები სექტორი წლიდან წლამდე იზრდება. საინვესტიციო ბანკ გალტ&თაგარტის მონაცემებით, გასულ წელს მთლიანი სექტორის შემოსავალმა 5,9 მილიარდ დოლარს მიაღწია. აქედან მხოლოდ სარემონტო მასალების ბაზრის ზომა 2,5 მილიარდი დოლარია.

სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორი 2018-2025 წლებში 9,6%-ით გაიზარდა, ხოლო წელს საინვესტიციო ბანკ გალტ&თაგარტის პროგნოზით, სექტორი წლიურად 7,8%-ით გაიზრდება. სარემონტო მასალების ბაზარზე კი 10,4%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

კომპანია „ნოვას“ გენერალური დირექტორის, ედიშერ ხიმშიაშვილის განცხადებით, ბაზრის ზრდაზე გავლენას ახდენს როგორც გაზრდილი მოთხოვნა, ისე პროდუქციაზე ფასების მატება. მისივე თქმით, „ნოვა“ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საშუალოდ 12-15%-იან ზრდას ინარჩუნებს, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპანიის მაჩვენებლები 10%-ით გაუმჯობესდა.

“წლების განმავლობაში სექტორი ნამდვილად მზარდია, სამშენებლო და სარემონტო მასალებზე მოთხოვნა მზარდია იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რომ მზარდია თვითონ სამშენებლო სექტორი და თუ თქვენ ნახავთ გაცემულ ნებართვებს, კიდევ უფრო მეტად იზრდება ეს ბაზარი. მათ შორის სახელმწიფოს კონტრიბუციაც საკმაოდ მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც არის რიკოთი, დასრულებულია და სახელმწიფოს კონტრიბუცია ამ ნაწილში მაინც ვფიქრობ, რომ ძალიან მაღალია და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ამ სექტორის განვითარებაში.

ჩვენი კომპანია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 12-დან 15%-მდე ზრდას აჩვენებს. ამ წლის პირველი კვარტლის სტატისტიკის მიხედვით, კომპანია დაახლოებით 10%-ით გაიზარდა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, თუმცა ეს ზრდა ჩვენს შემთხვევაში არ არის განპირობებული ფასების ზრდით, ეს ზრდა განპირობებულია კომპანიის მასშტაბის ზრდით, რაც წარმოებების გაფართოებით, ქსელის გაფართოებით და გარკვეულწილად ექსპორტის გაფართოებითაც არის გამოწვეული”,-აცხადებს ედიშე ხიმშიაშვილი.

მიუხედავად ზრდისა, რეგიონული დაძაბულობა, კერძოდ ირანის მიერ ლითონისა და გარკვეული ნედლეულის ექსპორტის შეჩერება, ბაზარზე ფასების ზრდასა და დეფიციტის მოლოდინს აჩენს.

„ირანმა შეაჩერა ლითონის ექსპორტი, რაც აუცილებლად აისახება ფასებზე, განსაკუთრებით იმ პროდუქტებზე, სადაც ქართული ბაზარი ირანულ იმპორტზე იყო დამოკიდებული. ამას ემატება საწვავის გაძვირებაც, რაც ტრანსპორტირების ხარჯებს ზრდის,“ - აღნიშნავს „ნოვას” გენერალური დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები