მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო ორ თვეში პარტიებმა 14 მილიონის შემოწირულება მიიღეს - როგორ ნაწილდება თანხა პარტიებზე

ივანიშვილი

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში სულ 860 შემოწირულება გაიცა, რომელთა ჯამიც 14.16 მილიონ ლარს შეადგენდა. ამ თანხიდან ყველზე მეტი 6.93 მილიონი ლარი "ქართულ ოცნებას" შესწირეს, რომელსაც ფული 238-მა პირმა ჩაურიცხა, მათგან 23-მა პირმა ოცნებას 60-60 ათასი ლარი შესწირა.

შემოწირულებებით მეორე პოზიციას იკავებს ახალი გაერთიანება "კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა", რომელსაც 323-მა პირმა 4.3 მილიონი ლარი შესწირა, მათ შორის 17-მა პირმა გაერთიანებას 60-60 ათასი ლარი გადაურიცხა. 200.6 ათასი ლარის დაფინანსება მიიღო "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ", ხოლო "გახარია საქართველოსთვის" დაფინანსება შემოწირულებებიდან 121 ათასი ლარი იყო.

პარტია "ელენე ხოშტარია-დროას" დაფინანსებამ 26 ათასი ლარი შეადგინა, "შეცვალე საქართველოს" 33 ათასი ლარი გადაურიცხეს, "ლეიბორისტული პარტიის" დაფინანსება შემოწირულებებიდან 500 ლარზე ნაკლები იყო, "ქართული ოცნების" სუბიექტის "ხალხის ძალის" დაფინანსებას 13 ათასი ლარი შეადგინა, "ევროპელი სოციალისტების" შემოწირულებები 4 ათას ლარზე ნაკლები იყო, "პატრიოტთა ალიანსის" შემოწირულობა 2 ათას ლარზე ნაკლებს შეადგენდა, "სოლიდარობა მშვიდობისთვის" შემოწირულებამ კი 3 ათასი ლარი შეადგინა.

პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სისტემაში არაა წარმოდგენილი პარტია "გირჩის" შემოწირულებები, რომელიც შემოწირულებებს სპეციალური GeD-ის ტოკენით იღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები