2018 წლის იანვარ-თებერვალში რუსეთში განხორციელებულმა ექსპორტმა 61 მლნ დოლარი შეადგინა.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, რუსეთი საქართველოსთვის ტოპ-საექსპორტო ქვეყნების ათეულის სათავეშია.
უწყების მონაცემებით, 2017 წლის ორ თვესთან შედარებით, რუსეთში ექსპორტი უმნიშვნელოდ გაიზარდა, 58 მლნ დოლარიდან 61 მლნ დოლარამდე, მაგრამ 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან რუსეთში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა მხოლოდ 22 მლნ დოლარს შეადგენდა.
ცნობისთვის: 2018 წლის იანვარ-თებერვალში ტოპ-საექსპორტო ქვეყნების ათეულში მეორე პოზიციაზეა თურქეთი (54 მლნ დოლარი), მესამეზე კი - აზერბაიჯანი (44 მლნ დოლარი). ხუთეულს ბულგარეთი და სომხეთი ასრულებენ.

























