ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი განთავსების ადგილი გურიაში გაიხსნა. 2016 წელს რეგიონში რეგიონში 8, 2017 წელს კი 22 ახალი განთავსების ადგილი გაიხსნა, - ჯამში 30. PMCG-ის კვლევის მიხედვით, გურიაში კიდევ 32 ახალი განთავსების ადგილი შენდება.
2016-17 წლებში ტურისტების განთავსების ადგილები ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა აჭარასა და თბილისში - 27 აჭარაში, თბილისში კი 25. ყველაზე ნაკლებ ინტერესს კი ტურისტული განთავსების ადგილების მიმართ შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში იჩენენ. ამ რეგიონებში ჯამში მხოლოდ 3 ახალი ობიექტი გაიხსნა და ისიც 2016 წელს, 2017-ში კი ბაზარს ახალი ობიექტები არ შემატებია.

























