მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბოლო ოთხ წელიწადში აჭარის განვითარებისთვის ₾1.2 მლრდ-ის ინვესტიცია განხორციელდა“ - თიბისი

63bac709207b1
თინათინ ნატმელაძე
08.01.23 20:58
876
„თიბისიმ ბოლო ოთხი წლის მანძილზე აჭარის რეგიონის განვითარებაში 1.2 მლრდ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 230 მლნ ლარი ჰორეკა სექტორზე მოდის“, - ამის შესახებ „თიბისის“ რეგიონული კორპორაციული კლიენტების მიმართულების უფროსმა შოთა გავაშელმა BMGTV-სთან განაცხადა.

მისი თქმით, აჭარის რეგიონი „თიბისისთვის“ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აქ კორპორაციული ბიზნეს მიმართულებით დამოუკიდებელი გუნდი მუშაობს.

„ის რიცხვები, რომელიც აჭარის განვითარებისთვის „თიბისიმ“ გაიღო, ქართული რეალობისთვის საკმაოდ მასშტაბურია, ვინაიდან ეს რეგიონი ჩვენი ბანკისთვის საკმაოდ საინტერესოა, იმდენად, რომ აჭარის ადგილობრივ ბიზნესებთან ძალიან აქტიურად ვმუშაობთ - გვყავს დამოუკიდებელი გუნდი, რომელიც რეგიონის განვითარებას ადგილობრივი კუთხით უყურებს; ვატარებთ სხვადასხვა კონფერენციებს, რათა ბიზნესმენებს ახალი ტენდენციები გავაცნოთ და მსხვილი ბიზნესის ნაწილის განვითარებას ყველანაირად ვცდილობთ“, - აცხადებს შოთა გავაშელი.

გავაშელი ასევე აღნიშნავს, რომ რეგიონული ბიზნესების განვითარება ქვეყნის ეკონომიკის გაღრმავებისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები