მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოლო პერიოდში, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირს ხელოვნურად კეტავენ - შსს

აქცია

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამინისტრო მოქალაქეების განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ რუსთაველზე აქციის მონაწილეები ხელოვნურად კეტავენ სავალ გზას მაშინ, როცა გზის ჩაკეტვის საჭიროება არ არსებობს.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აღნიშნული ვალდებულების დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ გადაცდომას და ითვალისწინებს ჯარიმას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ბოლო პერიოდში საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია/მანიფესტაციის მონაწილეები მიზანმიმართულად და ხელოვნურად ახდენენ რუსთაველის გამზირის გადაკეტვას, ისე რომ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების მხრიდან მუდმივად ხდება ზემოაღნიშნულ სამართალდამრღვევ პირთა იდენტიფიცირება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული სახდელის შეფარდება", - აცხადებენ შსს-ში.

უკვე რამდენიმე კვირაა შსს გზის ხელოვნურად გადაკეტვას (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლი, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა) ედავება ათეულობით მოქალაქეს. ამ მოქალაქეებს ტელეფონით ან ადგილზე მისვლით ატყობინებენ ძირითადად 5 ათას ლარიანი ჯარიმის შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები