Bloomberg- ის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში, ფრანგული ღვინის ძირითადმა მწარმოებლებმა თავიანთი პროდუქციის ფასი ორი წლის წინანდელ ფასებთან შედარებით 25%-ით გაზარდა. ფრანგული ღვინის შვიდმა წამყვანმა მწარმოებელმა კომპანიამ ღვინოზე ფასი 35%-ით გაზარდა. სააგენტო Bloomberg ლონდონის ღვინის ელექტრონული ბირჟის Liv-ex-ის ინფორმაციას ეყრდნობა.
ანალიტიკოსების თქმით, 2009 წლიდან მოყოლებული, ღვინის წარმოების საუკეთესო პერიოდად 2015 წელი ითვლება და ეს დიდ წილად ხელსაყრელი ამინდების დამსახურებაა: გასული წლის ივნის-ივლისი ცხელი იყო, აგვისტო - წვიმიანი და მოსავლის აღების პერიოდი მზიანი ამინდებით გამოირჩეოდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ყოველივე ეს ყურძნის ხარისხზე აუცილებლად დადებითად აისახება. მეღვინეები აღნიშნავენ, რომ თავიანთი პროდუქტი ბლო წლების განმავლობაში საუკეთესო იქნება. ასევე მნიშვნელოვანი გაძვირება შეიმჩნევა საცალო ვაჭრობაში. მაგალითად, ღვინოზე Chateau Canon ფასი 60 ევრომდე გაიზარდა, რაც 55,8 %-ით მეტია 2014 წლის ფასზე.

























