მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო სამ წელიწადში მიწის ფასი თბილისსა და შემოგარენში 100%-ით არის გაზრდილი - „არქი"

64bc119a6b253
ალა ისპირიანი
22.07.23 21:49
1279
დეველოპერული კომპანია „არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ უძრავი ქონების გაძვირების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, თბილისში უძრავი ქონების ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი მიწის ღირებულების ზრდაა.

„3 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით მიწის ფასი, თბილისში და შემოგარენში, საშუალოდ 100%-ით არის გაზრდილი, ასევე გაზრდილია სამშენებლო ღირებულება და ეს ბუნებრივია, გასაყიდი უძრავი ქონების თვითღირებულებაზე აისახება.

მიუხედავად იმისა, რომ გაზრდილია ბინების ფასები, გაზრდილია მოთხოვნაც და ჩვენი კომპანიის არსებობის ისტორიაში ბოლო 6 თვის განმავლობაში ყველაზე მეტი რაოდენობის უძრავი ქონებაა გაყიდული, ვიდრე ნებისმიერი წლის სხვა 6 თვეს რომ შევადაროთ", - თქვა მან. 

უძრავი ქონების ფასის ზრდის გამოწვევ მიზეზებს შორის, ილია წულაიას თქმით არის სახელფასო ბიუჯეტის ზრდა და ლარის გამყარება, რაც სამშენებლო ღირებულების ზრდასთან პირდაპირ კავშირშა. 

რა განაპირობებს უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდას?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები