"საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში არსებული ეკონომიკური ზრდა და აქტივობა ბიზნესს ძლიერს ხდის. როგორც სოსო ფხაკაძემ BMG-სთან აღნიშნა, მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ ძლიერი ეკონომიკის გარეშე, ცხოვრება რთული იქნება.
"რა უნდა ბიზნესს იმისთვის, რომ განვითარდეს? მარტივად ვიტყვი: ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ შევქმნათ ძლიერი ეკონომიკა. ძლიერ ეკონომიკას ქმნის ძლიერი ბიზნესი. ქვეყნის წარმატების მთავარი ფორმულა და საწინდარი ძლიერი ეკონომიკაა. თუ ძლიერი ეკონომიკა გვექნება, ყველა კარგად იქნება.
- როგორ უნდა შეიქმნას ძლიერი ეკონომიკა?
ძლიერი ეკონომიკა ძლიერმა ბიზნესმა უნდა შექმნას და ყველამ, სახელმწიფომ, მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ ძლიერი ეკონომიკის გარეშე ნორმალურად ცხოვრება გაგვიჭირდება.
- თავად ბიზნესს რა ხდის ძლიერს?
- ბიზნესს ის ხდის ძლიერს, რომ ბოლო წლებში არის მაღალი ეკონომიკური ზრდა, ძალიან გაიზარდა ეკონომიკური აქტივობა და კიდევ უფრო აქტიურები უნდა იყვნენ ბიზნესმენები, რომ კიდევ უფრო მეტი დოვლათი შექმნან მათთვის და ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.