საქართველოში ჯანდაცვა გაძვირდა. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ოქტომბერში წლიურად ფასების 8,4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, განსაკუთრებით კი ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება გაძვირდა, ზრდა თითქმის 12%-ია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო თვეებში ჯანდაცვის ინფლაცია დაჩქარდა. რა ფაქტორების ზემოქმედებით ძვირდება სამედიცინო მომსახურება და რას ამბობს კონკურენციის სააგენტო, რომელიც ჯანდაცვის სერვისების ბაზარს იკვლევს.






























