მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო წლებში, ევროპის მიერ იარაღის იმპორტი 47%-ით გაიზარდა - SIPRI

641054cb0b44e
გიორგი არონია
14.03.23 16:38
545
უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, ევროპული სახელმწიფოების მიერ სამხედრო იარაღის იმპორტის მაჩვენებელი 2013-2017 წლებში დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით 47%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას. სტოკჰოლმის გლობალური მშვიდობის კვლევითი ინსტიტუტი ავრცელებს. ორგანიზაციის შეფასებით, ევროპული ქვეყნების მიერ სამხედრო შეიარაღების შესყიდვის გაზრდილი მაჩვენებელი უკრაინაში მიმდინარე ომს მინიმალურად უკავშირდება, მაგრამ თავად უკრაინა, გასულ წელს, მსხვილ იმპორტიორ ქვეყნად იქცა.

სხვათა შორის, ევროპული სახელმწიფოების მიერ იარაღის იმპორტის ზრდის პარალელურად, განსხვავებული ტრენდი ფიქსირდება მსოფლიოში, სადაც ორ პერიოდს შორის იარაღით ვაჭრობის მაჩვენებელი 5.1%-ით შემცირდა. ამ კლება, ძირითადად, რამდენიმე რეგიონის იმპორტის შემცირება განაპირობებს, მათ შორისაა აფრიკა (-40%), ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა (-21%), აზია და ოკეანეთი (-7.5%) და ახლო აღმოსავლეთი (-8.8%). თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ 2018-2022 წლებში დაფიქსირებული მაჩვენებელი 4.8%-ით აღემატება 2008-2012 წლებში დაფიქსირებულ მაჩვენებელს.

სტოკჰოლმის გლობალური მშვიდობის კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, გასული ოთხი წლის განმავლობაში, იარაღის უმსხვილესი გლობალური იმპორტიორი სახელმწიფოების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: ინდოეთი, საუდის არაბეთი, კატარი, ავსტრალია და ჩინეთი. განსხვავებული მდგომარეობაა იარაღის ექსპორტიორ სახელმწიფოებში, რომელთა რეიტინგი შემდეგნაირად გადანაწილდა: აშშ, რუსეთი, საფრანგეთი, ჩინეთი და გერმანია.

განსაკუთრებით საინტერესოა რუსული სტატისტიკა, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 31%-ით შემცირდა, რაც, ცხადია, რუსეთის მიერ საკუთარი სამხედრო შეიარაღების უკრაინაში მიმდინარე ომისთვის მობილიზებას უკავშირდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, 2018-2022 წლებში, რუსეთის ფედერაციისგან იარაღი ორმოცდაშვიდმა სახელმწიფომ მაინც შეისყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები