მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bolt Food- Bolt-ის ახალი სერვისი

BM.GE
17.12.20 08:50
1011
ბაზარზე შეკვეთის ადგილზე მიტანის სერვისის ახალი კომპანია ჩნდება. ესტონური კომპანია Bolt მომხმარებელს ახალ სერვისს სთავაზობს და Bolt Food. კომპანიაში განამრტავენ, რომ საწყის ეტაპზე, Bolt Food-ით შეკვეთის მიღებას თბილისის ყველა ცენტრალური უბნის მაცხოვრებლები შეძლებენ და Bolt Food-ის ყველა მიტანა უკონტაქტო იქნება. აპლიკაციის გაშვებასთან ერთად, ყველა მიტანა უფასო იქნება და მომხმარებლები მხოლოდ იმ კერძების ღირებულებას გადაიხდიან რაც მათ შეუკვეთეს. “მოცემული მდგომარეობა ყველასთვის რთულია. იმედი გვაქვს, რომ საყვარელი რესტორნებიდან ადგილზე მიტანის შესაძლებლობა ბევრისთვის იქნება სახლში დარჩენის მოტივატორი. ამასთანავე, ჩვენ 5000-მდე მძღოლი გვყავს თბილისში და ვფიქრობთ, Bolt Food მათთვის დამატებითი შემოსავლის წყაროც გახდება, ვინაიდან მკაცრი შეზღუდვების პირობებში, მძღოლის მომსახურებაზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირებულია”, ამბობს Bolt-ის CEO საქართველოში. პირველ ეტაპზე Bolt Food-ით საკვების შეკვეთა თბილისში უკვე 150-ზე მეტი ობიექტიდან იქნება შესაძლებელი და მომსხურების არეალს უახლოეს პერიოდში დედაქალაქის ყველა უბანი დაემატება.
 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები