მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bolt-მა თბილისში სკუტერების გაქირავების სერვისი დაამატა

bolt სკუტერი

დღეიდან თბილისის მაცხოვრებლებს და ტურისტებს ქალაქში Bolt-ის სკუტერებით მგზავრობის შესაძლებლობა ექნებათ.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სკუტერის მაქსიმალური სიჩქარე 20 კმ სთ იქნება, ამასთან, იმოქმედებს სიჩქარის GPS შეზღუდვაც, რაც პარკებსა და კონკრეტულ უბნებში სკუტერს 12 კმ. სთ-ზე მაღალი სიჩქარის განვითარების შესაძლებლობას არ მისცემს.

Bolt-ის თანახმად, სკუტერის მომხმარებელი მინიმუმ 18 წლის უნდა იყოს. ამასთან, სარეკომენდაციო ინფორმაციაში კომპანია მიუთითებს, რომ მომხმარებლები მკვეთრ მოსახვევებს უნდა ერიდონ, ატარონ ჩაფხუტი, არ ეცვათ ქუსლიანი ფეხსაცმელი და სკუტერზე მარტომ იმგზავრონ.

Bolt-ის რეკომენდაციები სკუტერების მოხმარებისთვის:

  • ატარეთ ჩაფხუტი და ჩაიცვით კომფორტული, ბრტყელძირიანი ფეხსაცმელი.
  • იმგზავრეთ მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ზონებში.
  • გადაადგილდით სწორ ხაზზე და მოერიდეთ მკვეთრ მოხვევას.
  • ნუ გამოიყენებთ სკუტერს ამინდის ექსტრემალურ პირობებში.
  • ნუ გამოიყენებთ სკუტერს ინტოქსიკაციის გამომწვევი საშუალებების ზემოქმედების ქვეშ.
  • იმგზავრეთ მარტო — სკუტერი განკუთვნილია მხოლოდ ერთი მგზავრისთვის.
  • გირჩევთ იმგზავროთ ველობილიკებზე ან ქუჩებში, ხოლო ტროტუარზე გადაადგილებისას აუცილებლად დაარეგულირეთ სიჩქარე ფეხით მოსიარულეთა სიჩქარის მიხედვით (5 კმ/სთ).
  • ნუ გააჩერებთ სკუტერს ისეთ ადგილას, სადაც ის დაბლოკავს ტრანზიტული სადგურების ან შენობების შესასვლელებს, ავტობუსის გაჩერებებს ან სხვა გზებს.

კომპანია უკვე ოპერირებს საქართველოში თავისი მგზავრობის სერვისებით.

Bolt არის ევროპული სუპერ-აპი, რომელსაც ჰყავს 200 მილიონზე მეტი მომხმარებელი 50-ზე მეტ ქვეყანასა და 500-ზე მეტ ქალაქში ევროპისა და აფრიკის მასშტაბით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები