ქართული ელექტრონული კომერციის პლატფორმა Bomo.ge განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და საერთაშორისო სავაჭრო მიმართულებას აფართოებს. კომპანიამ საუდის არაბეთში მოქმედ მსხვილ საწარმოო ჯგუფთან თანამშრომლობის შეთანხმებას მიაღწია, რაც ქართული ნაწარმის ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე გასვლის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთის ბაზარზე ქართული წარმოების ინდუსტრიული მასალები მიეწოდება. Bomo.ge-ში აცხადებენ, რომ პროექტის მიზანი ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ახალი საექსპორტო არხების შექმნა და გლობალურ ბაზრებთან დაკავშირებაა. კომპანია, რომელიც ბაზარზე 2024 წლიდან საქმიანობს, სამომავლოდ საერთაშორისო პარტნიორული ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს.
სტუმარი: მაია ზავრაშვილი - Bomo.ge-ს დამფუძნებელი






























