მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Booking.com-ის რეიტინგში თბილისი სასტურმოების მომსახურების დონით მეხუთე ადგილზეა"

5b50639f093fd
ნინი ლონგურაშვილი
19.07.18 14:08
1502
"Booking. Com-ის გასული წლის შედეგების მიხედვით, ქართულმა სასტუმროებმა, საუკეთესო შედეგი აჩვენა და ეს ჩვენი ქვეყნის სასტუმროების მმართველების დამსახურებაა,“ - აცხადებს BMG-სთან რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელი, შალვა ალავერდაშვილი.

„მეამაყება, რომ საქართველო ნამდვილად არ არის ჩამორჩენილი ქვეყანა სასტუმროების მხრივ. Booking.com რეიტინგებით, თბილისი მეხუთე, ხოლო საქართველო მეთვრამეტე ადგილზე გავიდა ევროპის ქალაქებს შორის მომსახურების დონით, რაც ძალიან კარგია და რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვი რესტორნების ამოქაჩვაზე, მაგრამ სასტუმროები ამ მხრივ ძალიან განვითარდნენ. ძალიან დიდი კონკურენცია გაჩნდა ახლა სასტუმროებს შორის და უკვე დიდი მნიშვნელობა მიიღო პროფესიონალმა პერსონალმა და მომსახურების ხარისხმა. ეს ძალიან კარგია, რადგან, ქვეყანა რომელიც ცდილობს დაფუძნებას ევროპის ან სხვა ბაზრებზე, ყველაფერს უნდა მიენიჭოს უდიდესი მნიშვნელობა.“ - განაცხადა ალავერდაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები