მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

booking.moh.gov.ge - პორტალი, რომლითაც მედ. პერსონალი ვაქცინას ჯავშნის

604c74f6a33d7
BM.GE
13.03.21 12:11
337275
ამოქმედდა სპეციალური პორტალი booking.moh.gov.ge, რომლითაც სამედიცინო პერსონალს ვაქცინაციისთვის სასურველი დრო და ადგილი დაჯავშნა შეუძლია. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესი ორშაბათს, 15 მარტიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში დაიწყება, იქამდე კი შაბათ-კვირას მისი რაიონებსა და მუნიციპალიტეტებში ტრანსპორტირება მოხდება. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება.

პირველ ეტაპზე აიცრება ის პერსონალი, რომელთაც COVID-ინფიცირების სტატუსი ბოლო 120 დღის მანძილზე არ აქვთ. ბოლო მონაცემებით ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია 64 051 პირი, რომელთაგან აცრას დაქვემდებარებული პირების რაოდენობა 54 000-ს შეადგენს.

"ყველა აცრილ ადამიანს მიეცემა დამადასტურებელი ცნობა. ესაა ორენოვანი დოკუმენტი. შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება მას ხელს მოაწერს და ბეჭედს დაარტყამს,"- განაცხადა NCDC-ის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. 

AstraZeneca-ს მიერ წარმოებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა.

COVAX პლატფორმიდან საქართველოსთვის „ასტრაზენეკას“ 129 600 დოზა, ხოლო „ფაიზერის“ 29 250 დოზაა გამოყოფილი, რომლის მოწოდება მაისის ბოლომდე დასრულდება.

სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესის დაწყებისათვის სამედიცინო პერსონალის და პროცესში ჩართული პირების ტრენინგები უკვე დასრულებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები