მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბორბალო” - ახალი აპლიკაცია მძღოლებისთვის

BM.GE
08.12.22 10:26
2064
დავიწყებული მანქანის ჯარიმები, დამატებითი გადასახადები, ჩამორთმეული მართვის მოწმობა - ეს იმ პრობლემების ჩამონათვალია, რომელმაც სან-ფრანცისკოს კომპიუტერული ტექნოლოგიების სტუდენტ კობა ჟღენტს აპლიკაცია „ბორბალოს“ შექმნა გადააწყვეტინა. აპლიკაციის ამოქმედების პროცესზე, ფუნქციებსა და სამომავლო მიზნებზე მისმა დამფუძნებელმა BM.GE-სთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ბორბალოს“ მეშვეობით მძღოლს მის მანქანაზე გამოწერილი ჯარიმების ნახვა, დაჯარიმების მიზეზის გარკვევა, ჯარიმის გადახდის ბოლო ვადის შეხსენება და აპლიკაციიდანვე გადახდაც შეუძლია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების გამოყენებით, სამ წლიანი მუშაობით, იურისტებთან კონსულტაციითა და პოლიციის ნებართვით, აპლიკაცია „ბორბალო“ უკვე ერთი თვეა ფუნქციონირებაში ჩაეშვა. „ბორბალოს“ დამფუძნებელი სამომავლო გეგმებზეც გვიყვება და ამბობს, რომ მთავარი მიზანი აღნიშნული აპლიკაციის ყველა მძღოლის მობილურში გამოჩენაა. 

„ჩვენი მიზანია, რომ გავფართოვდეთ და მალე აპლიკაცია ყველა მძღოლის მობილურში იყოს, ვგეგმავთ აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს და მალე ქოლ-ცენტრსაც ჩამოვაყალიბებთ, რომელიც მომხმარებელს ‘’ბორბალოს’’ სერვისების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის“, - აცხადებს კობა ჟღენტი BM.GE-სთან.მისივე ცნობით, აპლიკაციის შესაქმნელად 150 000 ლარის ოდენობის პირადი ინვესტიცია განახორციელა, შექმნის პროცესში კი დაახლოებით 10 ადამიანი იყო ჩართული. „ბორბალო“-ში მანქანის დამატება პირველი თვე სრულიად უფასოა, შემდეგ კი ყოველთვიური გადასახადი 1 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები