მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბორბალოს“ აპლიკაციაში კომპანიებს უკვე საკუთარი ავტოპარკის ერთიანად დამატება შეუძლიათ

6433f0d0acef8
თინათინ ნატმელაძე
17.04.23 19:20
939
აპლიკაცია „ბორბალო“, რომელიც მანქანის მძღოლებს ჯარიმების გადახდას ახსენებს, ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა და უკვე საკმაოდ ბევრი მომხმარებელი მოიზიდა.

როგორც „ბორბალოს“ დამფუძნებელი კობა ჟღენტი BM.GE-სთან საუბრისას ყვება, თუ აპლიკაციაში აქამდე ერთ ადამიანს მხოლოდ ერთი მანქანის დამატება შეეძლო, ახლა კომპანიებს სრული ავტოპარკის, 1 000 – 10 000 მანქანის ერთდროულად დამატება შეეძლებათ.

„რამდენიმე კომპანიისგან უკვე წამოვიდა ინტერესი, მაგალითად „კავკასიის ავტოიმპორტს“ უნდა 10 000 მანქანის დამატება, ასევეა „თეგეტა მოტორსი“, „რეინჯ როვერს ცენტრი“ და ა.შ.

აქამდე თეორიულად ამდენი მანქანის დამატება კი შეიძლებოდა, თუმცა ეს მექანიზმი პრაქტიკულად არ გვქონდა, მოთხოვნიდან გამომდინარე კი გადავწყვიტეთ, რომ დაგვემატებინა“, - განაცხადა კობა ჟღენტმა.

„ბორბალოს“ აპლიკაცია მძღოლებს ჯარიმების დავიწყებისა და დამატებითი გადასახდების თუ პრობლემების თავიდან არიდებაში ეხმარება და კითხვაზე, კონკრეტულად რა საჭიროება არსებობდა, კომპანიებისთვის მსგავსი სერვისი შეეთავაზებინათ, კობა ჟღენტი გვპასუხობს, ბიზნესის წარმომადგენლები ერთ სივრცეში ზონალური პარკირებისა და ჯარიმებსი გადახდის სერვისს მიიღებენ, რაც მათ მუშაობის პროცესს გაუმარტივებს.

„იმპორტიორ კომპანიებს აქვთ ასეთი პრობლემა - როდესაც მანქანა ჩამოჰყავთ, სანამ განბაჟდება ის არის კომპანიის სახელზე, შესაბამისად ამ მანქანის ჯარიმები კომპანიის სახელზე იწერება, რეალურად პასუხისმგებელი კი მომხმარებელია, ხოლო მომხმარებელმა რომ ჯარიმა გადაიხადოს, ამის შესახებ კომპანიამ უნდა შეატყობინოს - შეტყობინების მათთან მისვლა, გადამისამართება და ა.შ. საკმაოდ შრომატევადი და გრძელი პროცესია, სწორედ ამ საკითხებში საჭიროებენ დახმარებას. ცხადია, დაინტერესება სხვა კომპანიებისგანაცაა, მაგალითად ლიზინგის კომპანიები და ა.შ. პლატფორმა უკვე ფუნქციონირებს და მზადაა ბიზნესების მისაღებად“, - ამბობს „ბორბალოს“ დამფუძნებელი.

შეგახსენებთ, რომ აპლიკაციის შესაქმნელად 150 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, მის ფუნქციონირებაში 10 ადამიანია ჩართული. კომპანიის თანახმად, მათ უკვე 12 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ყავთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები