მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბორდო” საფრანგეთის მესამე ლიგამდე დაქვეითდა

ბორდო საფრანგეთის მესამე ლიგაში

ქართველი შემტევის ზურიკო დავითაშვილის ყოფილი კლუბი “ბორდო” მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია. კლუბი გაკოტრების პირასაა და ლიგა 2-ში დარჩენისთვის 30-40 მილიონი ევრო ესაჭიროებოდათ, რაც ერთგვარი ფინანსური გარანტია იქნებოდა.

“ჟირონდელების” ხელმძღვანელობა “ლივერპულის” მფლობელ ამერიკულ კომპანია Fenway Sports Group-თან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, თუმცა უშედეგოდ დასრულდა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე “ბორდო” მესამე დივიზიონამდე დააქვეითეს, თუმცა უახლოეს მომავალში კვლავ მოუწევთ ფინანსური გარანტიების წარდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მეოთხე ან მეხუთე დივიზიონამდე დაქვეითებაც ემუქრებათ.

კლუბმა მომხდარზე ოფიციალური განცხადებაც გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ გუნდი ადმინისტრაციულ სანქციას იღებს და მომავალ სეზონში კვლავ წარადგენს ბიუჯეტს. მანამდე კი ძალას მოიკრებს და ყველა აქციონერთან ერთად შეეცდება ფინანსური დაბრკოლების გადალახვას.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი “ბორდოში” 2022-2024 წლებში თამაშობდა, მან 71 მატჩში 14 გოლი გაიტანა და ორი კვირის წინ 6 მილიონი ევროს სანაცვლოდ “სენტ ეტიენში” გადავიდა.
“ბორდო” საფრანგეთის 6-გზის ჩემპიონია, ოთხჯერ საფრანგეთის თასი მოიგო, ხოლო სამჯერ სუპერთასი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები