მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბორის ბეკერის 1989 წლის ამერიკის ღია პირველობის ტიტული $357 ათასზე ძვირად გაიყიდა

ამერიკის ღია პირველობა ბორის ბეკერი

ბორის ბეკერის მიერ 1989 წლის US Open-ზე მოგებული მამაკაცთა ერთეულთა ჩემპიონობის თასი 357,456 დოლარად The Tennis Auction-ის მეშვეობით კვირას საღამოს გაიყიდა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად გაყიდული ჩოგბურთის სუვენირი ისტორიაში.

აუქციონის სახლის ინფორმაციით, ეს არის ერთადერთი ცნობილი მამაკაცთა ერთეულთა ჩემპიონობის თასი US Open-ის „Open era“-დან, რომელიც ოდესმე საჯარო ბაზარზე გამოჩნდა. ბეკერმა ეს ტიტული მოიგო ივან ლენდლის დამარცხებით ფინალში, რაც გახდა მისი ერთადერთი ამერიკის ღია პირველობის გამარჯვება და სულ ექვსი გრანდ სლემიდან მეოთხე.

თავდაპირველად თასი ინახებოდა ბეკერის მიერ გაცემული სესხის სახით International Tennis Hall of Fame-ის მუზეუმში, ნიუპორტში. მოგვიანებით ის საჯაროდ მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც 2019 წელს ბეკერის გაკოტრების საქმე ფართოდ გახდა ცნობილი.

მეტ კეშინმა, კომპანია Prestige Memorabilia-ს და The Tennis Auction-ის დამფუძნებელმა, განაცხადა, რომ ეს თასი პირველად 2019 წელს გაიყიდა სწორედ გაკოტრების პროცესის ფარგლებში, დაახლოებით $190,000-ად. მისი შეფასებით, ახლანდელ აუქციონზე ფასი დაახლოებით $250,000 უნდა ყოფილიყო, თუმცა საბოლოო თანხამ მოლოდინს $100,000-ზე მეტით გადააჭარბა.
მისივე თქმით:

“ასეთი დონის გრანდ სლემის თასის ბაზარზე გამოჩენა ძალიან იშვიათია, რადგან მოთამაშეები თითქმის არასდროს თმობენ საკუთარ ტიტულებს, ისინი მათი კარიერის ყველაზე ძვირფასი სიმბოლოებია. ბეკერის შემთხვევაში ეს განსაკუთრებული გარემოებებით მოხდა, რაც ამ აუქციონს უნიკალურ შესაძლებლობად აქცევს”.

ყველაზე ძვირად გაყიდული ჩოგბურთის ნივთი დღემდე დაფიქსირდა მიმდინარე წლის იანვარში, როდესაც ნოვაკ ჯოკოვიჩის მიერ 2012 წლის Australian Open-ის ფინალში გამოყენებული ჩოგანი $540,000-ად გაიყიდა. იმ ფინალში მან რაფაელ ნადალი დაამარცხა ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ გრანდ სლემის ფინალში.

ბეკერის თასის გაყიდვამ ასევე თითქმის გააორმაგა The Tennis Auction-ის პლატფორმაზე აქამდე არსებული რეკორდი - $173,066, რომელიც კარლოს ალკარასის ავტოგრაფიანი ჩოგანისთვის გადაიხადეს (2023 წლის Wimbledon-ის ფინალში გამოყენებული).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები