გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი და ავსტრალიის ყოფილი პრემიერ მინისტრი სკოტ მორისონი კვირა დილით ისრაელში ჩავიდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას JPost-ი ავრცელებს.
ორი ყოფილი ლიდერი ქვეყანაში სოლიდარობის გამოხატვის მიზნით ჩავიდა, ისინი სამხრეთ მხარეს მოინახულებენ, რომელიც 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის შედეგად დაზარალდა. ჯონსონი და მორისონი გაემგზავრებიან კფარ აზაში, ღაზას სექტორის საზღვართან ახლოს, სადაც ჰამასის ათობით მებრძოლმა 100-ზე მეტი ადამიანი მოკლა. ისინი ისრაელის თავდაცვის ძალების სიტუაციურ ოთახს და სადისტრიბუციო ცენტრს დაათვალიერებენ, რომელიც ომის დროს გამოიყენება.
ყოფილი ლიდერები ასევე შეხვდებიან ისრაელის ყოფილ ელჩს დენი დანონს.
ინფორმაციისთვის: ჰამასმა ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს განახორციელა, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო იერიში მოჰყვა.