მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბორის ჯონსონი შესაძლოა, კვლავ ბრიტანეთის პრემიერი გახდეს

63526c933444d
მარიამ ვარადაშვილი
21.10.22 14:13
478
ბორის ჯონსონი, შესაძლოა, კვლავ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდეს. ჯონსონი და ქვეყნის ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მთავარი კონკურენტები იქნებიან. აღსანიშნავია, რომ სუნაკი მოქმედ პრემიერთან ერთხელ უკვე დამარცხდა და საბოლოოდ, კონსერვატიულმა პარტიამ ლიზ ტრას დაუჭირა მხარი.

ტრასს პოსტის დატოვება ექვსი კვირის შემდეგ მოუწია, ის 27 ოქტომბერს ოფიციალურად დატოვებს Downing Street-ს. დიდი ბრიტანეთის შემდეგ პრემიერს კონსერვატიული პარტიის კანონდებლების 100 ხმა სჭირდება იმისთვის, რომ შიდა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. Reuters წერს, რომ ჯონსონს გაუჭირდება საკმარისი ხმის მოპოვება მისი პრემიერობის პერიოდში არსებული სკანდალებისა და სხვადასხვა სახის ბრალდების გამო.

ჯონსონმა პრემიერ-მინისტრის პოსტი წელს მას შემდეგ დაკარგა, რაც საკუთარმა პარტიამ უნდობლობა გამოუცხადა. ლიზ რასი კი რეკორდულად მცირე ხნით, თვე-ნახევრის განმავლობაში იყო პრემიერ-მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები