მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას შესაძლოა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს

585cd5ee5c754
BM.GE
23.12.16 11:42
1851
თბილისიდან ქუთაისის აეროპორტამდე რეგულარული სარკინიგზო მიმოსვლა დაიწყება. როგორც საქართველოს რკინიგზაში ბიზნესკონტრაქტს განუცხადეს, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა პროექტზე უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე რკინიგზაში დეტალების განხილვა მიმდინარეობს.

"ჩვენ გვსურს, რომ ეს არ იყოს მხოლოდ თბილისი-კოპიტნარის რეისი და გვსურს, რომ დასავლეთით მოძრავი ყველა რეისიდან მოვახდინოთ მგზავრების გადაყვანა კოპიტნარის მიმართულებით და პირიქით. დაახლოებით 4-5 სცენარი განიხილება", - განმარტავენ საქართველოს რკინიგზაში.

რკინიგზაში პროექტის დასურულების ვადებს ჯერ-ჯერობით ვერ ასახელებენ. „პირობას ვდებთ, რომ პროექტი რაც შესაძლებელია მინიმალურ ვადებში დასრულდება, გვუსრს ეს 2017 წელს მოხდეს", - განმარტავენ რკინიგზაში.

საქართველოს რკინიგზაში ასევე განმარტავენ, რომ ტარიფების მიხედვით საქართველო სიიაფით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. „ჩვენ არ ვაპირებთ ტარიფების გადახედვას და გვსურს რომ რკინიგზა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და სოციალური იყოს".

ამასთან, როგორც საქართველოს რკინიგზაში ბიზნესკონტრაქტს განუმარტეს, მიმდინარე წელს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა ბორჯომი-ბაკურიანის მატარებელს.

"ჩვენ შევეცადეთ მაქსიმალურად პირვანდელი სახე შეგვენარჩუნებინა მატარებლისთვის. ეს ისტორიული ღირებულების მქონე გზაა და ჩვენ ვმუშაობთ აქტიურად, რომ ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას მიენიჭოს კულტუტურლი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ამას ალბათ მივაღწევთ, რადგან მას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს", - განმარტავენ რკინიგზაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები