ყაზახეთში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე „ყაზმუნაი გაზის“ მენეჯმენტს შეხვდა. შეხვედრას ყაზახური მხრიდან, „ყაზმუნაი გაზის“ ხელმძღვანელი საუატ მინბაევი, მისი მრჩეველი დანიარ ბერლიბაევი, „ყაზტრანსოილის“ გენერალური დირექტორი დიმაშ დოსანოვი, ქართული მხრიდან კი, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი ზურაბ პატარიძე ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც „საპარტნიორო ფონდსა“ და „ყაზმუნაი გაზ სერვისს“ შორის „საპარტნიორო ფონდისთვის“ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ წილის გადაცემას გულისხმობს. დოკუმენტს ხელი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და „ყაზმუნაი გაზ სერვისის“ გენერალურმა დირექტორმა კაირატ მაირამოვიჩ ასკაროვმა მოაწერეს. აქამდე საპარტნიორო ფონდი სასტუმროს 50%-ს ფლობდა, ამჟამად კი წილი 100%-მდე გაიზარდა.