"ბორჯომი" ეკატერინბურგში მინერალური წყლის კომპანიის Чистая вода შეძენას განიხილავს. რუსული კომპანია წყალს "ნორინგას" მარკით აწარმოებს როგორც ეკატერინბურგში, ასევე, ნოვოსიბირსკში. ინფორმაციას რუსული ვებგვერდი PRAVDAURFO.RU ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ტრანსნაციონალურმა ჰოლდინგმა IDS Borjomi International შესაბამისი განცხადებით ფედერალურ ანტიმონოპოლიურ სამსახურს უკვე მიმართა.
"ასეთი მომართვა ჩვენთან ნამდვილად შემოსულია. თუმცა, გადაწყვეტლებაზე საუბარი ჯერ ადრეა. ამას დაახლოებით 3 თვე დასჭირდება",- აცხადებს გამოცემის წყარო, რომელიც ოფიციალური უწყების წარმომადგენელია.
"მინერალური წყლების კომპანია" ბორჯომი საქართველოს, რუსეთისა და უკრაინის ტერიტორიაზე 8 ადგილას ასხამს წყალს. კომპანია "ბორჯომი" აწარმოებს სხვადასხვა მინერალურ წყლებს "ედელვაისის", "აკვა ნიანის“ "ბაკურიანის" და სხვა მარკების ქვეშ.

























