ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის შემუშავება დაიწყო. შესაბამის დოკუმენტზე კომპანია სითი ინსტიტუტ საქართველო მუშაობს. შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება ბიუჯეტს მილიონ ლარზე მეტი უჯდება. იქამდე სანამ ბორჯომის გენგეგმაზე მუშაობა ოფიციალურად დაიწყებოდა, საქართველოს მთავრობამ ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის 100 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება კომპანია საბა ქონსთრაქშენს დაუკვეთა. პროექტი ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. იგივე ტიპის სამუშაოების საბა ქონსთრაქშენი ქალაქ ბათუმშიც ახორციელებს. რა ეტაპზეა კურორტ ბორჯომის გენერალურ გეგმაზე მუშაობის პროცესი და როგორ უნდა განვითარდეს საქართველოში კურორტები?
სტუმრები: მამუკა სალუქვაძე - „სითი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი;
ანდრო ქორთუა - ბორჯომის გენერალური გეგმის პროექტის კოორდინატორი