მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბორჯომის პარკი დღის ბოლომდე მთლიანად გაიწმინდება

57a5e4dd5e4db
BM.GE
06.08.16 17:21
1529
გარემოს დაცვის მინისტრი სტიქიის ზონაში ბორჯომში სტიქიის შედეგად დაზიანებულ ისტორიულ პარკსა და ე.წ პლატოს მიმდებარე ტერიტორიაზე სალიკვიდაციო სამუშაოების ბოლო ეტაპს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი კრიზისების მართვის საბჭოს მდივანთან მინდია ჯანელიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. სამი დღის განმავლობაში, გაწმენდით სამუშაოებში ეროვნული სატყეო სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. აღნიშნული ტერიტორიები დღის ბოლომდე მთლიანად გაიწმინდება. კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ხელმძღვანელობით საგანგებო შტაბი აგრძელებს მუშაობას. რეგიონში მობილიზებულია სამაშველო სამსახური, სახანძრო, საპატრულო პოლიცია, ყველა საგზაო ტექნიკა. ასევე ახალციხიდან მობილიზებულია რამდენიმე ერთეული ტექნიკა და სამაშველო სამსახური

ადგილზე მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მელიორაციის კომპანიის 2 ერთეული სპეციალური ტექნიკა. მიმდინარეობს ბორჯომის პარკში სტიქიის შედეგად მოგლეჯილი ხეებითა და ნატანი მასით ჩაკეტილი ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები