მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბორჯომმა" 1.1 მლნ ლარად "ზანავის" მინერალური წყლის შესწავლა-მოპოვების ლიცენზია იყიდა

5cb57f55654c3
თელარა გელანტია
16.04.19 11:07
781
სოფელ ზანავის მიმდებარე ტერიტორიაზე „ზანავის" მინერალური წყლის შესწავლა-მოპოვების 25-წლიანი ლიცენზია (ჭაბურღილები №39, №143 და №144) აუქციონის წესით გაიყიდა.

აუქციონზე ლიცენზია 1 000 000 ლარად იყო გამოტანილი, გასაყიდმა ფასმა კი, 1 100 000 ლარი შეადგინა.

15 აპრილს გამართული აუქციონის გამარჯვებული შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი" გახდა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, სალიცენზიო პირობების თანახმად, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადაში, მინერალური წყლის ჩამოსხმის მიზნით განახორციელოს მინიმუმ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია და ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში უზრუნველყოს საქართველოს არანაკლებ 50 მოქალაქის დასაქმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები