მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბორჯომმა” მედიასა და პარტნიორებს ყვიბისში, ახლად გახსნილ საწარმოში უმასპინძლა

პირველი ქართული მინერალური წყლის მწარმოებელმა კომპანია აიდიეს ბორჯომმა მედიის წარმომადგენლებსა და პარტნიორებს ყვიბისში, ახლად გახსნილ საწარმოში უმასპინძლა. სტუმრებმა დაათვალიერეს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი ჩამომსხმელი ქარხანა, გაეცნენ წარმოების პროცესს. 120 მილიონი დოლარის ინვესტიციით განხორციელებული პროექტი საქართველოს ჩამომსხმელ სექტორში ყველაზე მასშტაბურ საწარმოს წარმოადგენს. ახალ ქარხანაში დამონტაჟებულია ოთხი მაღალტექნოლოგიური საწარმოო ხაზი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები