მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბორჯომში დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

63b8174f1bc21
ნინო ტაბატაძე
06.01.23 23:30
691
ბორჯომში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული 150 ოჯახისთვის საცხოვრებელი კორპუსი აშენდება.

ჯანდაცვის სამინისტრო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის მიზნით დოკუმენტაციის მომზადებასა და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ეძებს. ტენდერის ღირებულება 15 869 004 ლარია.

ახალი კორპუსი ბორჯომში, რობაქიძის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე უნდა აშენდეს.

კორპუსი უნდა მოიცავდეს საცხოვრებელი ფართებს, აივნებისა და დამხმარე/სათავსო სივრცეების ჩათვლით. თითოეული ბინა უნდა მოიცავდეს 1 სველ წერტილს, სამზარეულო/სასადილო და საძინებელ სივრცეებს, საზაფხულო და დამხმარე/ტექნიკურ სივრცეებს, გეგმარება უნდა იყოს მაქსიმალურად ოპტიმალური და ბუნებრივი განათებით უზრუნველყოფილი;
კორპუსში უნდა იყოს სამგზავრო და სატვირთო ლიფტები (საჭიროების შემთხვევაში) და ტექნიკური ოთახები.

გარდა ზოგადი მოთხოვნებისა, კონკრეტული ბინების რაოდენობა განისაზღვროს შემდეგნაირად:

• ოთახიანი - 64 ბინა/ ბინის საორიენტაციო საერთო ფართი 30-40 მ2 ;
• ოთახიანი - 75 ბინა/ ბინის საორიენტაციო საერთო ფართი 50-60 მ 2;
• ოთახიანი - 10 ბინა / ბინის საორიენტაციო საერთო ფართი 70-80 მ 2;
• ოთახიანი - 1 ბინა - ბინის საორიენტაციო საერთო ფართი 90-100 მ 2 ;

შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები არაუგვიანეს 650 დღეში უნდა დაასრულოს და ბინები სახელმწიფოს გარემონტებულ მდგომარეობაში უნდა გადასცეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები