მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბორჯომში Hilton Garden Inn აშენდება - TBC-ის & “ბანი 2007” თანამშრომლობის მემორანდუმი

თიბისიმ და დეველოპერულმა კომპანიამ “ბანი 2007” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც ბორჯომში Hilton Garden Inn აშენდება. 112-ნომრიანი სასტუმრო ბორჯომის პარკის მიმდებარედ განთავსდება და მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას გააერთიანებს, მათ შორის: საკონფერენციო დარბაზებს, გარე აუზს და რამდენიმე რესტორანს. ობიექტი სტუმრებს 2027 წლიდან მიიღებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონს აღემატება, საიდანაც თიბისის დაფინანსება 12 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანია სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ბიზნეს უნივერსალის პროგრამის ფარგლებში სესხის პროცენტის თანადაფინანსებითაც სარგებლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები