მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბორჯომში წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის სამშენებლო სამუშაოები 2025 წლის ბოლოსთვის დასრულდება

წყალმომარაგება
16.07.24 14:16
568

ქალაქ ბორჯომში წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტი 2025 წლის ბოლოსთვის დასრულდება, რის შემდგომაც, ქალაქ ბორჯომის 29 000-მდე ბენეფიციარი 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 30 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: „გუჯარულასა“ და „სადგერის“ სათავე ნაგებობების, არსებული რეზერვუარებისა და სატუმბი სადგურების რეაბილიტაცია, ორ სექციანი სალექრის, ერთი ახალი რეზერვუარის, წყალმომარაგების ქსელისა და აღრიცხვის კვანძების მოწყობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები