კომპანია "ბორუსან კატმა" კიდევ ერთი ფილიალი დასავლეთ საქართველოში, კერძოდ თერჯოლაში გახსნა. ღონისძიების ფარგლებში ბორუსან კატისა და კატერპილარის წარმომადგენლებმა მომხმარებლებს ახალი ტექნოლოგია და პროდუქცია გააცნეს და მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეგახსენებთ, რომ ბორუსან კატი 1997 წლიდან საქართველოში „კატერპილარის“ ოფიციალური დილერია და მას შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მომხმარებელს "ესიემისა" და ამერიკული ბრენდის კატერპილარის საგზაო-სამშენებლო ტექნიკას, ენერგო სისტემებსა და გაყიდვების შემდგომ მომსახურებას სთავაზობს.