მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოსფორის სრუტეში სატვირთო გემი გაიჭედა

63c505d36846e
გიორგი თოლორდავა
16.01.23 12:39
1114
უკრაინიდან თურქეთის მიმართულებით მცურავი სატვირთო გემი MKK1 ბოსფორის სრუტეში, სანაპირო ხაზთან ახლოს გაიჭედა.

ოფიციალური წყაროს ცნობით, გემს ტექნიკური პრობლემა შეექმნა და შეკეთების გარეშე ის დამოუკიდებლად ცურვას ვერ აგრძელებს, თუმცა სამაშველო ნავები და ტექნიკური ჯგუფი ამჟამად სიტუაციის გამოსწორებაზე აქტიურად მუშაობს.

პალაუს დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო ხომალდს უკრაინა-რუსეთი-თურქეთის „მარცვლეულის შეთანხმების“ ფარგლებში 13,000 ტონა ბარდა გადაჰქონდა.

ბოსფორის სრუტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხომალდის გაჭედვის მიუხედავად, სრუტეში გადაადგილება შეფერხებული არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები