მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოსფორის სრუტის გავლით გემების გადაადგილება შეზღუდულია

bos

ბოსფორის სრუტის გავლით სატვირთო ხომალდებისა და გემების გადაადგილება დროებით შეზღუდულია.

მიზეზი „ალექსის“ სახელით ცნობილი სატვირთო გემია, რომელიც უკრაინიდან ეგვიპტის მიმართულებით სურსათს ეზიდებოდა. როგორც ცნობილია, გემის ძრავა მწყობრიდან გამოვიდა და ის სრუტეში გაიჭედა.

როგორც თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, გემის გამოყვანის პროცესში ჩართულნი არიან სპეციალური სამაშველო სამსახურები.

ბოსფორის სრუტე პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური საზღვაო მაგისტრალია, რომელიც შავი ზღვის რეგიონს ხმელთაშუა ზღვასთან აკავშირებს. ბოსფორის სრუტეს ყოველწლიურად საშუალოდ 40,000 გემი გადის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები