მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა

639b8b7b48014
ალა ისპირიანი
16.12.22 01:00
692
ევროკავშირის ლიდერებმა ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის კომისია ავრცელებს.

"ისტორიული მომენტი ბოსნია და ჰერცეგოვინის მოქალაქეებისთვის. ბოსნია და ჰერცეგოვინას მიენიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რომ გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულის შესახებ "ტვიტერში" ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმაც დაწერა

"ბოსნია და ჰერცეგოვინას დღეს მიენიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს არის ძლიერი სიგნალი ხალხისთვის, მაგრამ ასევე მოლოდინი ახალი ხელისუფლებისგან რეფორმების გატარებისთვის", - თქვა შარლ მიშელმა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები